24.04.2024
- Advertisement -spot_img

რომან პროტასევიჩის მშობლებმა დახმარების თხოვნით ანგელა მერკელს მიმართეს

დაკავებული ბელარუსელი ჟურნალისტის და აქტივისტის, რამან პროტასევიჩის მშობლებმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დახმარების თხოვნით მიმართეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

“ძალიან გთხოვთ, ციხეებიდან უდანაშაულო ადამიანების დახსნაში დაგვეხმაროთ. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რადგან ყოველდღიურად მათზე ძალადობენ და აწამებენ. გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკო. ყოველი დღე, ყოველი საათი ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს”.-  აცხადებენ პროტასევიჩის მშობლები.

ჟურნალისტის მშობლების თქმით, მათი შვილის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, ძალადობრივი ზეგავლენის შედეგად იყო ჩაწერილი.

ევროპარლამენტმა 23 მაისს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელიც Ryanair-ის რეისის იძულებით დასმისა და ბელარუსი აქტივისტის, რამან პრატასევიჩის დაკავების ფაქტს სახელმწიფო ტერორისტულ აქტს უწოდებს. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img