რუსმა სამხედროებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაიღუპა 5 თანამშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ სუმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე დმიტრი ჟივიცკი აავრცელებს.
“რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონის კრიტიკული ობიექტების დაბომბვას! გუშინ რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური. დაიღუპა 5 სამოქალაქო მუშა”.- აცხადებს ჟივიცკი.
მისი თქმით, ახტირკაში სახლების ნაწილს დენი და წყალი არ მიეწოდება.
“რა ვთქვა, თავად ახტირკა ნაწილობრივ გაქრა! რუსულმა ავიაციამ დღეს გაანადგურა ქალაქის კვების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება”.- ამბობს ჟივიცკი.