16.01.2025

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით გაიზარდა

2022 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები 492.2%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 231,438 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 39,081 მლნ აშშ დოლარი იყო.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წელის ივნისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი – 231,438 მლნ აშშ დოლარი;
იტალია – 35,571 მლნ აშშ დოლარი;
აშშ – 27,655 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი – 18,820 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი – 17,264 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი – 16,941 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია – 13,954 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი – 8,443 მლნ აშშ დოლარი;
ყირგიზეთი – 6,971 მლნ აშშ დოლარი;
ბელარუსი – 5,302 მლნ აშშ დოლარი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img