რუსმა დეპუტატებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ “ცრუ ინფორმაციის” გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ “ყალბი ინფორმაცია” გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ან თან ახლდა მტკიცებულებების გაყალბება, მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. თუ “არასანდო ინფორმაციის” გავრცელებამ “მძიმე შედეგები გამოიწვია”, დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გარდა ამისა, სასამართლომ „ცრუ ინფორმაციის“ გამავრცელებელს შეიძლება დააკისროს ჯარიმა 700 ათასიდან 1.5 მილიონ რუბლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.