რუსეთის დეფოლტი აღარ არის “დაუჯერებელი”, თუმცა ის გლობალურ ფინანსურ კრიზისაც არ გამოიწვევს – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორიმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გეორგიევას განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები უკვე მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და ის მიმდინარე წელს დიდ რეცესიას გამოიწვევს.
მისივე თქმით, ომსა და სანქციებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც დამოკიდებულები არიან რუსეთის ენერგომარაგებზე. ასევე, პროცესს ყველაზე დიდი გავლენა საქონლის ფასებსა და ინფლაციის ზრდაზე ექნება, რაც პოტენციურად გამოიწვევს შიმშილსა და სურსათის დეფიციტს განსაკუთრებით აფრიკის ზოგიერთ ნაწილში.