13.10.2024
- Advertisement -spot_img

რუსეთის დუმის სპიკერი ზელენსკის ორ პირობას უყენებს

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორი პირობა წაუყენა – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის სახელმწიფო მედიაზე „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მოთხოვნები ეხება უკრაინის უარს ყირიმზე და ნატოში გაწევრიანების კურსს, ასევე, ჯარის გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.

ვოლოდინმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ეს მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს, თუ უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს.

„პირველი, ჯარების გაყვანა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან. მეორე, ხელშეკრულების საფუძველზე დააფიქსირეთ ვალდებულებები ყირიმის აღიარებისა და უკრაინის არაბლოკური სტატუსის შესახებ, ასევე, ქვეყნის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ“, – განაცხადა ვოლოდინმა. განაცხადა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img