19.03.2024
- Advertisement -spot_img

რუსეთის ხელისუფლებამ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ვებგვერდები დაბლოკა

რუსეთის ხელისუფლებამ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ვებგვერდები დაბლოკა.

რუსეთის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ navalny.com-თან ერთად ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დაკავშირებული 48 პირისა და ორგანიზაციის ვებგვერდიც დაბლოკა.

„როსკომნადზორში“ აღნიშნავგენ, რომ გადაწყვეტილება გენერალური პროკურატორის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული ვებგვერდები სასამართლოს მიერ აკრძალულ მოძრაობებს პროპაგანდის გავრცელებასა და უკანონო საქმიანობის გაგრძელებაში ეხმარებოდნენ.

10 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო.

სასამართლომ მოსკოვის პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ გარდა, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციებად „მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდი“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ნავალნის შტაბი“ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ორგანიზაციების რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა იკრძალება. მათ ეკრძალებათ ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, არჩევნებში მონაწილეობა და აქციების ორგანიზება, ხოლო ორგანიზაციების თანამშრომლებს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, თუ აღნიშნულ ქმედებებს განახორციელებენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img