08.12.2024

რუსეთის რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ბევრ ქვეყანაში სანქციები დაუწესდათ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ქონების შეძენაზე, თუმცა რუსეთის მოქალაქეები აქტიურად აგრძელებენ საქართველოში ქონების შეძენას.

რუსეთის რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში? – “ბიზნესპრესნიუსი”-ის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულია 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უძრავი ქონება.

,,სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია 20 993 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე პირი, მათ შორის 10 411 პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) მესაკუთრედ”.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 45 100-ს მიაღწია, რაც საქართველოში შემოსულების 18%-ს შეადგენდა. ამას გარდა, წინა თვესთან შედარებით, 68.8%-ით გაიზარდა შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.

წყარო: BPN.GE

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img