23.04.2024
- Advertisement -spot_img

რუსეთის თავდაცვა – აზერბაიჯანი ყარაბაღში “მშვიდობისმყოფელების” კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეიჭრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარები რუსი “მშვიდობისმყოფელების” კონტროლირებულ ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

„24-25 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებმა დაარღვიეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბერს დადებული სამმხრივი შეთანხმება, შევიდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ქვეშაა და გამართეს სათვალთვალო პოსტი“ – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთი ასევე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, ფურახის დასახლებაში განთავსებულ დანაყოფებს ოთხჯერ გაუხსნეს ცეცხლი Bayraktar TB2 დრონებით.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი “მშვიდობისმყოფელები” სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ და აზერბაიჯანს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img