რუსეთმა უკრაინელებს ულტიმატუმი წაუყენა. კერძოდ, ალყაში მყოფ ქალაქ მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს დანებება მოსთხოვა და დრო დღეს 13:00 საათამდე მისცა.
ულტიმატუმის პარალელურად რუსეთი მარიუპოლზე გამანადგურებელ შეტევას აგრძელებს.
რუსული სამთავრობო მედიის, რია-ს ცნობით, “უკრაინის შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა და უცხოელმა დაქირავებულებმა, გამონაკლისის გარეშე, დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, უნდა დატოვონ ტერიტორია ყოველგვარი იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე”.