28.03.2024
- Advertisement -spot_img

“რუსეთს აგინებენ და ჰესების წინააღმდეგ გამოდიან. ვერ ხვდებიან, რომ რუსეთის საქმეს აკეთებენ” – შარაშენიძე

დამოუკიდებელი ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე, “ვებგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ნამახვანის გარშემო არსებული კონფლიქტის/კრიზისის ლოგიკა მარტივია:

“ვის აწყობს, რომ საქართველოში არ განვითარდეს ჩვენი ჰიდროენერგეტიკა, შესაბამისად, ჩამოვიკიდოთ მერე მას? ბუნებრივია, რუსეთს, ხომ?! მეორეც, იკვეთებოდა ანტითურქული ისტერიკა. ეს ანტითურქული ისტერიკა და ზოგადად, ანტითურქული სენტიმენტების აგორება საქართველოში ეს არის რუსული პროპაგანდის ქართული ვერსია.”

ვის აწყობს, რომ საქართველოში არ განვითარდეს ჩვენი ჰიდროენერგეტიკა, შესაბამისად, ჩამოვიკიდოთ მერე მას? ბუნებრივია, რუსეთს ხომ?!

ჩვენს კითხვაზე, რა შეიძლება იყოს კრემლის საბოლოო, მთავარი მიზანი, თორნიკე შარაშენიძე ასე პასუხობს:

“არ ვაშეენებთ ჰესებს, ვიქნებით, მაჩანჩალები და მერე ისევ დიდი შანსი ჩნდება, რომ მივუერთდეთ რუსეთს. ვისაც ეს არ ესმის, იმათზე, კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. არის კატეგორია, რომელიც 24 საათი რუსეთს ლანძღავს და ამ დროს, ჰესების წინააღმდეგ გამოდის და ვერ ხვდება რომ რუსეთის საქმეს აკეთებს.”

არის კატეგორია, რომელიც 24 საათი რუსეთს ლანძღავს და ამ დროს, ჰესების წინააღმდეგ გამოდის და ვერ ხვდება რომ რუსეთის საქმეს აკეთებს

როგორც ცნობილია, აქციის აქტიურ მხარდამჭერად ისეთი ულტრა-მემარჯვენე და იმავდროულად, პრორუსულ პოლიტიკური პარტიად შერაცხული გაერთიანება გვევლინება, როგორიცაა “ქართული მარში”. გარდა ამისა, ცნობილია რომ ხეობის დამცველად მოგვევლინა ლევან ვასაძეც, რომელიც მჭიდრო ურთიერთობაშია ალექსანდრე დუგინთან.

დუგინისა და ქართული მარშის შესახებ ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ – https://bit.ly/3cOnZPb / https://bit.ly/3rO4ieU

აღნიშნული საკითხი, რიონის ხეობის დამცველებსა და პრორუსულ ძალებს შორის ურთიერთობა სოციალურ ქსელში უკვე აქტიური განხილვის საგანია. ადამიანების ნაწილი აცხადებს, რომ ხეობის დამცველები ზემოთ დასახელებულ ადამიანებსა და გაერთიანებებს ემიჯნებიან და მათთან საერთო არაფერი აქვთ.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img