რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ “როსკომნადზორმა” ქვეყანაში რუსულ მედიაზე წვდომის შეზღუდვის საპასუხოდ სოციალური ქსელის Facebook-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.
“როსკომნადზორის” განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრიდან Facebook-ის მიერ რუსული მედიის დისკრიმინაციის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, წვდომა შეზღუდული იყო სახელმწიფო მხარდაჭერილ არხებზე, როგორიცაა RT და საინფორმაციო სააგენტო RIA.
„ბოლო დღეებში სოციალურ ქსელს შეზღუდული წვდომა აქვს ანგარიშებზე: „ზვეზდა“, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, „სპუტნიკი“, „Russia Today“, “Lenta.ru” და “Gazeta.ru“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, გამოცემა Guardian-ი “ინტერფაქსზე” დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, Twitter-იც აკრძალა.