უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კიევის სატელევიზიო ანძაზე დარტყმა განახორციელეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ანძა კვამლშია გახვეული.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ განხორციელდა სროლა მაუწყებლის სააპარატოზე.
მათივე ცნობით, დროებით გაითიშა არხები, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩაირთვება არხების ნაწილის სარეზერვო მაუწყებლობა.
გარდა ამისა, ზოგიერთი ტელეარხის ყურება Youtube-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.