08.12.2021
- Advertisement -spot_img

„რუსთავი 2″-ის, „მთავარის”, „ტაბულას” და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“, „მთავარი არხის“, „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური დაზიანებების მიყენების ბრალდებით დაკავებული სამი პირი პატიმრობაში რჩება.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა პატიმრობას ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვდა.

ზაზა მჭედლიძე, ზაზა ჭაავა და მურად დევლარიშვილი ბრალდებას არ აღიარებენ.

„მე აქციაზე მარტო ვიყავი, ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე.

ერთეულმა ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონები, მოძალადეები გვიწოდეს, ჟურნალისტებს და ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგიერთები შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო ვიყავი, მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

აღლევების ნიადაგზე ხელი მოვიქნიე, „კავკასიის” ოპერატორს გადავეფარე, ხალხი დავამშვიდე, რომ ჟურნალისტებისთვის არ დაერტყათ. არც სასმაართლოს გავურბივარ და არც ვძალადობ, არც არავისთვის საშიში არ ვარ, რაც ჩავიდინე დანაშუალი, არ გავურბივარ და მზად ვარ იმაზე პასუხი ვაგო. ის რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი, ვემუქრებოდი, ტყუილია. ქართველი ადამიანი ვარ, მშვიდობიანად ვდგავართ, ვლოცულობთ და პუტინის მონებოო, გვეძახდნენ“, – განაცხადა პროცესზე მურად დევლარიშვილმა. მის ჩვენებას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img