20.04.2024
- Advertisement -spot_img

სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან

ექსპრეზიდენტმა პროტესტის დამძიმება შეწყვიტა და თანახმაა ექიმებთან თანამშრომლობაზე – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.  

მისივე თქმით, ამის მიზეზი ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა გახდა.

“აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან ისეთი სახის კომუნიკაციის საშუალება, რაც გამორიცხავდა ჩვენს შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბარიერი ფიზიკურად იქ არის, თუმცა დატოვებულია სივრცე იმისთვის, რომ შევძლოთ წერილების გაცვლა გამოცვლა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება: უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ და მოიხადა ბოდიში მათთან, ვინაიდან, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეხვდა საკუთარი პროტესტის დამძიმებიდან გამომდინარე და ახლა უკვე ვინაიდან, ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან, რომელთა მიმართ გააჩნია ნდობა და ძალიან დიდი პატივისცემა”, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად, უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img