28.09.2021
- Advertisement -spot_img

საბა ბუაძე – ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის 20 ივნისის დანაშაულში პასუხი მოეთხოვება

20 ივნისს ჩადენილი დანაშაულები ვერ იქნება სრულად ამნისტირებული და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში პასუხი მოეთხოვება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემ ამნისტიის კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი უპირისპირდება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ხელს უწყობს პოლარიზაციას და 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულის „მიჩქმალვას“.

,,ჩვენ ვხედავთ რამდენად არაკეთილსინდისიერია „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში, მაშინ როდესაც 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია სწორედ იმან, რომ პოლიტიკურ სპექტრში გვჭირდებოდა ნდობა და გადატვირთვა. მიუხედავად ამისა, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლება აინიცირებს ისეთ კანონპროექტებს, რომელიც მოდის სრულ წინააღმდეგობაში. წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი უპირისპირდება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ხელს უწყობს პოლარიზაციას და ხელისუფლების მიერ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვას. ვერც ერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩააგდო ოპოზიციის კანონპროექტი, 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულები ვერ იქნება სრულად ამნისტირებული და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img