09.12.2021
- Advertisement -spot_img

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან, ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია.

მედიის ცნობით, ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი შექმნა.

”ეს არის ძლიერი ხანძარი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის კონტროლს. ფოთლები ძალიან ხშირია ამ ადგილებში და ძალიან გამხმარია სიცხის გამო, ამიტომ პირობები რთულია”,- განუცხადა ათენის უფროსმა გუბერნატორმა სახელმწიფო ტელევიზიას ERT-ს.

საბერძნეთის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ტემპერატურა 42 გრადუს ცელსიუსს (107,6 ფარენჰეიტს) აღწევდა.

ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, სამხრეთ პელოპონესის რეგიონის სანაპირო ზონაში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

ხანძარს ასევე ებრძვიან თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img