19.04.2024
- Advertisement -spot_img

საბერძნეთში ქართველების დაჯგუფება დააკავეს, რომელსაც „კანონიერი ქურდი“ კაკო ბილანიშვილი მეთაურობდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ქართველების 13 კაციანი დაჯგუფება დააკავეს, რომელსაც 72 წლის „კანონიერი ქურდი“ კაკო ბილანიშვილის მეთაურობდა.

საბერძნეთის პოლიციამ 10 მისამართზე ჩაატარა ჩხრეკა, ნივთმტკიცებად კი ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ამოღებული ნივთების საერთო ღირებულება 434 000 ევროს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორის ადგილობრივ პოლიციელებზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიცაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველებმა მათი სახლების გაძარცვეს.

პოლიციამ ქართველების დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულების 47 შემთხვევა გახსნა. ისინი ნაძარცვ ნივთებს ათენში მდებარე ქართულ რესტორნებში ყიდდნენ, რომლის მეპატრონეც, ასევე, დააკავეს.

„კანონიერი ქურდი“ 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ბერძნული მედია დაკავებულების ფოტოებს ავრცელებს:

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img