19.04.2024
- Advertisement -spot_img

საბერძნეთში ქართველი ქალი მოკლეს

primetime.ge

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში, სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა ასევე ქართველმა კაცმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეზობლებს ქალის ყვირილის ხმა შემოესმათ, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა.

გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა. საზარელ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს – მათ დაინახეს ქართველი კაცი, რომელიც ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ალკოჰოლდამოკიდებულია და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რა დროსაც ქალის სახლიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img