29.03.2024
- Advertisement -spot_img

საბერძნეთში სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების იძულებითი ვაქცინაცია დაუშვებელია და ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ.

მსგავსი აქცია ათენში უკვე მესამედ გაიმართა. დემონსტრაციის დროს აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img