15.10.2024
- Advertisement -spot_img

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 17 აპრილისთვის

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის გენერალური შტაბის უარყოფის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, მარიუპოლის პორტი აიღეს. რუსეთისა და DNR-ის ძალებმა 16 აპრილს გაავრცელეს კადრები, რაც მათ პორტში ყოფნას ადასტურებდა. უკრაინის ქვედანაყოფები რჩებიან მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის მიღმა, თუმცა, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ძალები დაამარცხებენ მათ. ოკუპანტები ცდილობენ უკრაინის ქვედანაყოფენს კაპიტულაცია აიძულონ, თუმცა უკრაინის სამხედრო ძალები ბრძოლას განაგრძობენ. რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, მარიუპოლის აღებას მომავალ კვირას დაასრულებენ, მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალების ამჟამინდელი მდგომარეობით აგრესიული თავსხმების წარმოება რთული იქნება.

რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაბალი ხარისხის მარიონეტული წვრთნების ჩატარება განაგრძეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის მიმართულებით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ტერიტორიების დაკავება ვერ მოახერხეს. ოკუპანტებს მორალური და მარაგის პრობლემები აღენიშნებათ და, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აგრესიული თავდასხმები განახორციელონ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიანმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის დაწყებას არ ჩქარობენ. ამასთან ერთად, ოკუპანტები ლოკალიზებულ თავდასხმებს და, სავარაუდოდ, ორგანიზებული ბრძოლის წარმოებას ვერ შეძლებენ.

  • უკრაინის გენერალური შტაბის უარყოფის მიუხედავად, 16 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის პორტი დაიკავეს.
  • რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით აზოვსტალის ქარხნის აღებას ცდილობენ, თუმცა უკრაინის ქვედანაყოფები წინააღეგობის გასაწევად მზად არიან.
  • ვაგნერ ჯგუფის ფინანსისტი, ევგენი პრიგოჟინი, აღმოსავლეთ უკრაინაში ვაგნერის ჯგუფისთვის ახალწვეულების დაქირავებისა და დაფინანსების კოორდინაციას ცდილობს.
  • რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებდნენ ფორმირებას იზიუმის გარშემო, მაგრამ შეტევითი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ.
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img