საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს.
„გაზით აფეთქებას გადაურჩა საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო. შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა
114 სწრაფი რეაგირების ბიჭების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ.ფრთხილად იყავით გაზის დანადგარებთან და დაიცავით უსაფრთხო მოხმარების წესები“, – წერია ინფორმაციაში, რომელსაც “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.