23.11.2024

საელჩო – ნიდერლანდები საქართველოს ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსს მიანიჭებს

ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 8 აგვისტოდან საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ამ გარემოებისა, “საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“ “.

“ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე – Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია”, — ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img