16.04.2024
- Advertisement -spot_img

საგამოძიებო სამსახურმა „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„2022 წლის 18 მარტს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტს ემა გოგოხიას და გადამღებ ჯგუფს, ზუგდიდში თავს დაესხნენ. გოგოხიას თქმით, მას და მის ოპერატორს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან თავს უცნობი პირები დაესხნენ, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ასევე, სცემეს ოპერატორი. დამტვრეულია აპარატურაც.

როგორც ემა გოგოხია ყვება, „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იღებდა პროტესტის ნიშნად შეღებილ ფასადს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img