28.09.2021
- Advertisement -spot_img

საგარეო – უკრაინული რეისი ქაბულიდან ქართველების გარეშე გამოფრინდა. ქართველები ქაბულის აეროპორტში ვერ მიდიან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფმა ქართველებმა ქაბულში შექმნილი კრიზისის გამო, აეროპორტში მისვლა ვერ მოახერხეს, რის შედეგადაც, უკრაინული რეისი მათ გარეშე გამოფრინდა. 

მათივე ინფორმაციით, თურქული მხარე მათ მიყვანას აეროპორტამდე ჯავშნიანი მანქანებით უზრუნველყოფს, ამის შემდეგ კი ისინი მოახერხებენ ქვეყანაში დაბრუნებას.

“ჩვენ 2 საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა და უკრაინული რეისი გამოფრინდა მათ გარეშე. ამასთან ერთად, ჩვენ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი. მათ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან მდგომარეობა იყო დაძაბული ქაბულში და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში. 

ასევე, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ეხლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ ჩამოყვანას”. – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img