17.01.2022
- Advertisement -spot_img

საია – პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება დღესვე შეუძლია. მისი განცხადებით, საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა.

„შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა. ზოგადად, პირიქით ხდება ხოლმე; ჯერ შუამდგომლობა შედის გირაოსთან დაკავშირებით. დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება“, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

მისივე განცხადებით, საია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მითითების მიხედვით მოქმედებდა. მისივე განცხადებით, თავად ნიკა მელიასთან ამ საკითზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img