15.10.2024
- Advertisement -spot_img

საია-ს შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია.

ამის შესახებ ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაეცნო ე.წ რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურა იაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოცემულ საქმეზე საია ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს.

საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც მიგვაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.gyla.ge/ge/post/nika-gvaramias-saqmeze-gamotanil-ganacheni-saias-shefasebit-dausabutebelia#sthash.GiN4wF2U.dpbs

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img