20.04.2024
- Advertisement -spot_img

საია – საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს, რომ ამნისტია ან შეწყალება პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდეს

საია-ს ხელმძღვანელის ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს, რომ ამნისტია ან შეწყალება პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდეს. ამის შესახებ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასა და არასამთავრობოებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კარგი იქნებოდა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა ხელისუფლების მხრიდანაც ყოფილიყო ინიცირებული.

„ჩვენი რეკომენდაციები შეეხებოდა იმას, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს ამნისტია ან შეწყალება იყოს გავრცელებული პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დანაშაულებზე და შესაბამისად, ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური მხარე. როგორ გადაწყდება, რამდენზე გავრცელდება (ამნისტია) ანუ ეს იქნება ფართო თუ შეზღუდული, რა თქმა უნდა, ეს საბოლოოდ პარლამენტის გადასაწყვეტია. ჩვენი არგუმენტები მოისმინეს პოლიტიკოსებმა, რამდენად გასაგები და მისაღებია, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული“, – აცხადებს სიმონიშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img