სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში შევიდა. მასთან ერთად პანსიონში მივიდა ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე. მას შენობში მეუფე იაკობი შეუძღვა.
ამ ვიზიტის შემდეგ პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ომბუდსმენი პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.
ნინოწმინდის პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს- მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა. მეუფე სპირიდონის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის უფლებას არ აძლევდნენ. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში საუბრობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები აქამდე არ გადადგმულა.