20.04.2024
- Advertisement -spot_img

სახალხო დამცველი საპატრიარქოს მიმართავს, რომ საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს

თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ“,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ბავშვები ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ არიან.

„როდესაც ჩვენ დაწესებულებებში მონიტორინგს ვახორციელებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან დირექტორს. შესაბამისად, როცა ჩვენ დაუგეგმავად განვახორციელებთ ამ მონიტორინგს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედი მაქვს, ამას ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ.

მე ყველა კონფესიის წარმომომადგენელს ვხვდებით და მითუმეტეს, ამ ვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ იქნება. მე კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. იმედი მაქვს ამაზე დადებით პასუხს მივიღებ.

ეს იქნება პოზიტიური პირველ რიგში ბავშვებისთვის. ბავშვები ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ არიან, ამიტომ, მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს ლომჯარია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img