16.10.2024
- Advertisement -spot_img

სახალხო დამცველი – ციხეებში პატიმართა გარკვეული ჯგუფის მხრიდან პრობლემები გვექმნებოდა, კოორდინირებული იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები“ განხილვას მართავს. შეხვედრას დიპლომატები, სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს ციხეებში მუშაობისას პატიმართა გარკვეული ჯგუფის მხრიდან პრობლემები ექმნებოდა.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ისინი კოორდინირებული იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან.

„ალბათ გახსოვთ 2020 წელს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ანგარიში წარმოვადგინე, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობას ე.წ. კრიმინალურ სუბკულტურას და იმ გამოწვევებს, რაც ახლავს.

მაშინ სახალხო დამცველი გახდა დისკრედიტაციის და თავდასხმის ობიექტი, მათ შორის ციხეებში მუშაობის პრობლემები გვექმნებოდა პატიმართა გარკვეული ჯგუფის მხრიდან, რომლებიც კოორდინირებული იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან. სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით.

მათ ამ მონიტორინგის შედეგად დააიდენტიფიცირეს მსგავსი პრაქტიკა, ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე ციხის ე.წ. მაყურებლების მხრიდან“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img