05.08.2021
- Advertisement -spot_img

ბლინკენი და ბორელი მოწოდებული არიან, გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა 24 მარტს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-ევროკავშირის ურთიერთობის განმტკიცების გზები, პრიორიტეტული საგარეო პოლიტიკის მიმართ კოორდინირებული რეაგირების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. მათ ასევე აიღეს ვალდებულება ითანამშრომლონ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის კლიმატის გლობალური კრიზისის დაძლევის, კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულების, მდგრადი ეკონომიკური აღდგენისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით.

ბრიუსელში, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა განაცხადეს, რომ ისინი მოწოდებული არიან, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, მავნე კიბერ საქმიანობას.

„მათ ასევე გადაწყვიტეს გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img