18.01.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სპეცრაზმელების მობილიზება არ ხდება, არც ერთ სპეცრაზმელს მუდმივი ადგილი არ დაუტოვებია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში, გორსა და ბათუმში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება ხდება. 

გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეც დანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“. – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img