14.06.2021
- Advertisement -

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი – სოციალურ მუშაკებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული ბავშვის უფლებისა და ინტერესის დასაცავად

ჩვენ ვართ ადგილზე, ყველა ბავშვის საჭიროებებს ინდივიდუალურად ვაფასებთ. ამ ეტაპზე, შეუძლებელია რაიმე დასკვნის თქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ვრჩებით ადგილზე. ამ ეტაპზე, გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ელენე მარტაშვილმა ნინოწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, სპეციალისტები ყველაფერს გააკეთებენ პანსიონის ბენეფიციარი ბავშვების უფლებების დასაცავად.

„გუშინ გავავრცელეთ განცხადება, რომ ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა და ახლა ადგილზე უფრო მეტი სპეციალისტია. ამასთან, დღისა და ღამის განმავლობაში, სოციალური მუშაკები და სხვა, დამხმარე სპეციალისტები იქნებიან. შეფასდება თითოეული ბავშვის მდგომარეობა და შემდეგ, შედგება სამოქმედო გეგმა. სოციალურ მუშაკებთან და დამხმარე სპეციალისტებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული ბავშვის უფლება და ინტერესის დასაცავად“, – აღნიშნა ელენე მარტაშვილმა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

თავის და ყელის ტკივილი, სურდო – კორონავირუსის შეცვლილი სიმპტომები – Mirror

ლონდონის კინგ კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ COVID-19-ის ახალმა შტამებმა კორონავირუსის პანდემიის საერთო კლინიკური სურათი შეცვალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ: თავის ტკივილი, ყელის...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -