19.04.2024
- Advertisement -spot_img

საკვები პროდუქტების ფასები ბოლო ათი წლის გნმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს უახლოვდება – კლიმატის ცვლილება მსოფლიო საკვების მარაგებს საფრთხეს უქმნის

 

მთელ მსოფლიოში გვალვები, წყალდიდობები და ყინვები მეურნეობებს საფრთხის ქვეშ აყენებს, რაც სურსათის ინფლაციას მომავალში კიდევ უფრო საშიშს გახდის. საკვები პროდუქტების ფასები ბოლო ათი წლის გნმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს უახლოვდება, – ამის შესახებ Blumberg წერს.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიაში ყველაზე ძლიერმა ყინვამ ბოლო 20 წლის მანძილზე სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ახალგაზრდა ყავის ხეებს. ჩინეთში კი, ღორის ხორცის მწარმოებელ მთავარ რეგიონში წყალდიდობამ ფერმები დატბორა და ცხოველთა დაავადებების გავრცელების საშიშროება გამოიწვია. ასევე, სიცხემ და გვალვამ აშშ-კანადის საზღვრის ორივე მხარეს ნათესები გაანადგურა.

ყავის ფასი გასულ კვირას 17%-ით გაიზარდა და პირველად 2014 წლის შემდეგ ფუნტზე 2 დოლარს გადააჭარბა.

კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული ამინდის ცვალებადობა უფრო გაართულებს მსოფლიოსთვის საკმარისი საკვების წარმოებას. ღარიბი ქვეყნები სავარაუდოდ, უმძიმეს დარტყმას მიიღებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, სოციალური და პოლიტიკური არეულობაცაა მოსალოდნელი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(Food and Agriculture Organization) სურსათის ფასების ინდექსი 12 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. ინდექსი საკვები პროდუქტების კალათის საერთაშორისო ფასებს ზომავს.

წყარო: Bloomberg-ის  სტატია

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img