20.04.2024
- Advertisement -spot_img

სალომე სამადაშვილი – პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი მოფიქრებულია როგორც სადამსჯელო ღონისძიება

პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტი მოფიქრებულია როგორც სადამსჯელო ღონისძიება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„არ არსებობს ეუთოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვა, როცა პარტიის დაფინანსება არის დამოკიდებული მათ საპარლამენტო წარმომადგენლობის უფლების გამოყენებასთან. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არ უწყობს ხელს ქვეყანაში პოლიტიკურ პლურალიზმს, მიგვაჩნია, რომ არის მოფიქრებული როგორც სადამსჯელო ღონისძიება და ჩვენი მხარდაჭერა აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როგორ არის მიბმული „ქართული ოცნების” დაფინანსების წყაროები კორუფციულ სქემებთან და არც ერთი მსგავსი შემთხვევის გამოძიება და დასჯა არ მომხდარა,”- განაცხადა სამადაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img