19.09.2021
- Advertisement -spot_img

სალომე სამადაშვილი – „ქართულ ოცნებაზე” ზეწოლის მობილიზაციას გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა, პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაგვეკაფა გზა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში და გაგვკეთებინა ის, რა მოლოდინიც ჰქონდათ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა

რამდენიმესაათიანი დიალოგის შემდეგ შედეგის გარეშე დასრულებული შეხვედრა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„ამისთვის ისინი აპირებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ა.შ. გააგრძელონ. ჩვენ კიდევ ერთხელ გვქონდა შანსი, რომ ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე მიშელის გეგმაზე დასახელებული, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. არსებობდა 5 პუნქტი, შეთანხმების სამოქმედო რუკაში, აქედან 3 საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი შემოთავაზებას დათანხმდა. არსებობდა ორი საკითხი – პოლიტპატიმრებისა და არჩევნების თემა, რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ შესაძლო კომპრომისული ვარიანტის არაერთი წინადადება. ჩვენი ერთ-ერთი წინადადება შეეხება იმას, თუ როგორ ვხედავთ ქვეყანაში პოლიტიკურ მომავალს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით შეფასებაზე იმის, თუ რა მოხდა გასულ წელს ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ, ერთ-ერთი ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის მიღებისა და მის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა, რომელიც მიმართული იყო მომავალზე. რაც შეეხება პოლტიპტიმრების თემას, აქაც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი შესაძლებლობა, რომელიც მათ კომფორტს მისცემდა.

ის ამნისტიის შესახებ წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო, ჩვენი აზრით და შეხედულებით, უნდა შეეხებოდეს ორივე პოლიტპატიმარს: ნიკა მელიას და გიორგი რურუას. დამეთანხმებით და ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებისა” და ირაკლი კობახიძის გარდა, ჩვენს ქვეყანაში ყველამ იცის, რომ გიორგი რურუა დღეს ციხეში არის პოლიტიკური მიზნით, მათ შორის 20 ივნისის შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” არ აღმოჩნდა მზად იმ პუნქტებზე ხელის მოსაწერად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა, როგორც შეთანხმების ნაწილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img