19.03.2024
- Advertisement -spot_img

სალომე სამადაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიზი პირდაპირი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის

ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის ანალიზი პირდაპირი სიგნალია ყველა პოტენციური ინვესტორისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიშნავს გაზრდილ სიღარიბეს, გაზრდილ უმუშევრობას, სრულ უპერსპექტივობას.

„მინდა ყველას ესმოდეს, რას ნიშნავს ანგარიში, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქვეყანში საინვესტიციო გარემოზე. შეიძლება ითქვას, ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელსაც ეცნობა ნებისმიერი პოტენციური ინვესტორი, რომელსაც აინტერესებს ჩვენს ქვეყანასთან რაიმე საქმიანი ურთიერთობების დამყარება. ამიტომ როდესაც ასეთ დოკუმენტში წერია პირდაპირ, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არის ელიტური კორუფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამ ქვეყანაში ბიზნესს ვერ აწარმოებ, ინვესტიციას ვერ ჩადებ, თუ არ შეხვალ კორუფციულ გარიგებაში, ეს არის პირდაპირი სიგნალი ყველა პოტენციური ინვესტორისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ინვესტირება არ არის მიზანშეწონილი. ეს კი ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზრდილ სიღარიბეს, გაზრდილ უმუშევრობას, სრულ უპერსპექტივობას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა 170-ზე მეტ ქვეყანაში 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის ანალიზი გამოაქვეყნა, მათ შორის საქართველოზეც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img