24.04.2024
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილი – დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს

ძალიან მძიმე წუთებია, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა დედისთვის, რომელიც ამ დღეშია ,- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

მან გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

“საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img