04.12.2021
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილი – დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება და მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას.

პრეზიდენტმა თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება და პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის .

„საქართველო დღეს დგას გზაჯვარედინზე, გზაგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში.

დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა.

ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას – საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში, საფრთხეს უქმნის ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს.

ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში.

დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოების თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img