15.10.2024
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილი – ერთიანობა არის აუცილებელი – ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რომელიც პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ ვერ გაითავისეს

იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობა არის აუცილებელი. ეს არის დაკვეთა საზოგადოების – შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ის, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რამეთუ საზოგადოებას შეიძლება არ აქვს საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული.

„ვიტყოდი, რომ ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა ამ პერიოდში. როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება და ამ შემთხვევაში, მითუმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და მას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას.

ფაქტია, რომ როგორც ეს ხდება ყველაზე დიდი კრიზისების და ომების შემდგომ, ამ ყველაფერს მოჰყვება გადაფასება და ახალი უსაფრთხოების ფორმების ძიება, რომელიც არ დაუშვებს ამ ტრაგედიების გამეორებას. ასე შეიქმნა თავის დროზე გაერო ევროკავშირი, ნატო და დღესაც ამის მოლოდინში ვართ, რომ განახლდეს ეს ორგანიზაციები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img