13.06.2021
- Advertisement -

სალომე ზურაბიშვილი – ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და ერთობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად მთავარი ერთობაა.

“ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად – პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციის, სოციალ-ეკონომიკური კრიზისის თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემის, როგორიცაა, „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა.

შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შესაძლო საარჩევო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა. ამას ევროკავშირისა და აშშ-ს ჩართულობით მივაღწიეთ, რაც იმ დროისთვის აუცილებელი იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -