21.10.2021
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ჯეიმს აპატურაის სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო პირადად გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯეიმს აპატურაი მეთერთმეტე წელია, პირადი წარმომადგენელია ნატოს გენერალური მდივნის და კურირებს რეგიონს.

„პრაქტიკულად მეთერთმეტე წელია, ამ პოზიციაზე, როგორც პირადი წარმომადგენელი ნატო-ს გენმდივნის, კურირებს ჩვენს რეგიონს და წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს ნატო-ს სტრუქტურებში და ის არის საქართველოს მეგობარი. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის ნატო-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში. ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლისთავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის და თქვენ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ ამ წლებში ნატო-სთან მიმართულებით, რომელიც არის სერიოზული წარმატების გზა, ჩვენ ვნახეთ ბოლოს სამიტზე როგორ არის აღიარებული ჩვენი ეს წარმატებული გზა და რამდენად შორის ვართ მისული მისწრაფების მიმართ, რაც არის ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფება – გაწევრიანება ნატო-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

იენს სტოლტენბერგი – საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და უაღრესად ღირებულ პარტნიორად

ბრიუსელში, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-სთვის ძალიან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img