04.12.2021
- Advertisement -spot_img

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ახალი ვარიანტი აღმოვაჩინეთ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შეშფოთების მიზეზია“, – განაცხადა ვირუსოლოგმა, ტულიო დე ოლივეირამ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალ ვარიანტს (B.1.1.529), სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს, რაც ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის ზრდას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ვარიანტი ასევე დადასტურდა ბოტსვანასა და ჰონგ კონგში სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ჯო ფაჰლამ განაცხადა, რომ ახალი ვარიანტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში ახალი შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის ფონზე, რაც მას მთავარ საფრთხედ აქცევს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img