30.07.2021
- Advertisement -spot_img

„სამოქალაქო იდეა“ უერთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ პროტესტს

„სამოქალაქო იდეა“ მოუწოდებს პარლამენტს, რომ ყველა, მათ შორის საკანონკდებლო ღონისძიება განახორციელონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი უნდა იყოს, მაგრამ არა მსგავსი გადაწყვეტილებებით, რომელიც პირიქით აზიანებს მათ ინტერესებს,“ – აღნიშნულია

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა“  უერთდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და  სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ პროტესტს და მხარს უჭერს კამპანიას – „მე დიასპორა არ ვარ“,  რომელიც  პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე წარმოიშვა. 

ცალსახად, არასწორი და დაუშვებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების საკითხს დიასპორის კომიტეტს დაუკავშირებს. იმ კომიტეტის ბაზაზე, რომელიც  სხვადასხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს განიხილავს, როგორც დიასპორას. ამით საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო  ადასტურებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს უყურებენ როგორც სხვას, უცხოს.  

„სამოქალაქო იდეა“ აცხადებს, რომ სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძირს უთხრის სამოქალაქო თანასწორობის, ინტეგრაციის იდეას და შეუძლებელს ხდის ერთიანი სამოქალაქო ერის ჩამოყალიბებას საქართველოში. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი გადაწყვეტილებები იმ ფონზე, როცა საქართველოს აზერბაიჯანული თემის დიდი ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში, ღიად ეწინააღმდეგება მეზობელი ქვეყნების მიერ მათი დიასპორად განხილვის რიტორიკას და პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილება კი, ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას აძლიერებს.

გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დღემდე, საქართველომ ვერ დაძლია ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ნარატივი, რომ “ქართველი ნიშნავს ქრისტიანს“, ხოლო, სხვა დანარჩენი არის “სტუმარი“ და “სხვა“. ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა თანასწორობის და ინკლუზიის პრინციპების ნაცვლად, დიდწილად ისეთ პრობლემურ ნარატივებს ეფუძნება, როგორიცაა უსაფრთხოება, ენობრივ-კულტურული დომინაცია და სოციალური გარიყულობა. სახელმწიფო სათანადოდ ვერ იაზრებს იმ ღრმა და ყოვლისმომცველ უთანასწორობას, რომელიც არადომინანტური ჯგუფების მიმართ არსებობს ისტორიული უგულებელყოფის და დომინანტური მზერის გამო.

„სამოქალაქო იდეა“ მოუწოდებს პარლამენტს, რომ ყველა, მათ შორის საკანონკდებლო ღონისძიება განახორციელონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი უნდა იყოს, მაგრამ არა მსგავსი გადაწყვეტილებებით, რომელიც პირიქით აზიანებს მათ ინტერესებს.

ასევე, საჭიროა, მიღებული იქნას შესაბამისი ზომები სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის დაცვის მიმართულებით;

 „სამოქალაქო იდეა“ დიდი ხანია აქტიურად მუშაობს და საუბრობს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე, უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების მოგვარებისა და ერთიან ქართულ სახელმწიფოში უმცირესობების რეალური ინკლუზიის შესახებ.

28 იანვარს „სამოქალაქო იდეამ“ კვლევაც გამოაქვეყნა, სწორედ ეთნიკური უმცირესობების მიმართ პანდემიის პირობებში გამოვლენილი პრობლემების შესახებ –  საგანგებოობანას ვირუსი ნაწილი II.

კვლევა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3c0pQ3b

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img