16.10.2024
- Advertisement -spot_img

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, პარლამენტთან მორიგი აქცია 3 ივლისს გაიმართება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 3 ივლისამდე აქციის ორგანიზატორები რეგიონში ჩავლენ და მოქალაქეებს შეკრებენ, 3 ივლისს კი თბილისში „აზვირთდებიან“ და პარლამენტის შენობის წინ დარჩებიან. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები მანამ არ დაიშლებიან, სანამ „ოლიგარქია არ დაიშლება“.

„3 ივლისამდე ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, შევუერთდებით ერთმანეთის ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, – აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

ასევე, აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა მთავარი მოთხოვნები გააჟღერა. სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img