10.12.2023
- Advertisement -spot_img

სამშენებლო ხარჯები – DIY

გამარჯობა. ჩემი დაკვირვებით, საქართველო არის ზეპირსიტყვიერების ქვეყანა. გარდა ამისა, ამ ქვეყანაში ცოდნის გაზიარებაც არ უყვართ. ეს ყველაფერი ნათლად ეტყობა ჩვენს “უღარიბეს” ინტერნეტ-სივრცეს, ვგულისხმობ, ქართულ ინტერნეტ-სივრცეს.

© Carlos Andr Santos – Fotolia

თუ დასავლეთში და სხვათაშორის, ოკუპანტ რუსეთშიც კი, ადამიანები სამშენებლო, საინჟინრო თუ სხვა სახის ურთულეს პროექტებს ინტერნეტ-კვლევების შედეგადაც კი ახორციელებენ, ქართულ რეალობაში ლამის წარმოუდგენელ ამბად მიიჩნევა.

hometalk – DIY პროექტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა მსოფლიოში

ჰოდა, ამ ვითარების გამოსასწორებლად “მთელი ამბავი” პერიოდულად შემოგთავაზებთ მასალებს სადაც თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები იქნება მოცემული. მაგალითად, ამჯერად მშენებლობას და მასთან დაკავშირებული სამშენებლო ხარჯების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. აღნიშნული ინფორმაციები რამდენიმე წყაროსთან იქნება გადამოწმებული. ასევე, გადაუმოწმებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებაც ყოველთვის ინფორმირებული იქნებით. გარდა ამისა, გვინდა გთხოვოთ, რომ უზუსტობის ან დაზუსტების სურვილის შემთხვევაში აუცილებლად გამოგვეხმაუროთ. ამ გზით, კიდევ უფრო ეფექტურად შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას და გაძლიერებას. მაშ ასე, დავიწყოთ:

რამდენი ბლოკი ეტევა 1კვ/მ?

სამშენებლო ბლოკი რამდენი სახეობის არსებობს. აქედან ორი, უმთავრესია – ბლოკი სახლის ძირითადი გარე კედლების “ამოსაყვანად” და მეორე, ეს არის ე.წ. ტიხრის ბლოკები, რომლებიც ოთახის კედლების გადასატიხრად გამოიყენება. ამჯერად, ჩვენ კედლის ბლოკზე ვისაუბროთ, რომელსაც პრაქტიკაში სხვადასხვა ზომებით ვხვდებით. “ოციანი ბლოკი” – გეტყვით მშენებელი და ამ ორი სიტყვაში ის აი, ქვემოთ მოცემულ ბლოკს იგულისხმებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ბლოკზე, რომელიც სიგანეც 20 სანტიმეტრი იქნება. ანუ, ამ ბლოკის გამოყენების შემთხვევაში ჩვენი სახლის კედლის სისქე იქნება მინიმუმ 20 სმ.

ფოტო: www.legi.ge

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი ბლოკით შენობის გარე (ძირითადი) კედლები შენდება, ისე, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ, მომდევნო ფოტოზეა ნაჩვენები:

და, აი, მივადექით მთავარს, ანუ პასუხს კითხვაზე – რამდენი ასეთი ბლოკი ჩაეტევა ერთ კვადრატულ მეტრში? პასუხი კითხვაზე არის – 12.5 ბლოკი. ასეთ შემთხვევაში აჯობებს ვთქვათ, რომ 1კვ/მ-ში 13 ცალი ბლოკი ეტევა. ამ ცოდნით შეიარაღებულებმა უკვე შეგიძლიათ თითქმის აბსოლუტური სიზუსტით გამოთვალოთ კედლის ბლოკების ის რაოდენობა, რომელიც თქვენი სახლის ან/და ნებისმიერი სხვა შენობის ასაშენებლად გჭირდებათ. ეს კი, დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებსაც კი.

“მთელი ამბავი”

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img