13.10.2024
- Advertisement -spot_img

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟში შეჰყვა – გურამ მაჭარაშვილი

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციას საბოტაჟში შეჰყვა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია.

„ჩვენ, პარლამენტში ვმუშაობთ კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფის ფორმატში და რატომღაც ოპოზიციას წარმოუდგენია, რომ პარლამენტი არის მხოლოდ სხდომათა დარბაზი, და იქ თუ არ შევიდა, ისე როგორც პარლამენტარი ვერ აზროვნებს. ასეთი შეხედულების რადიკალური ოპოზიცია ბუნებრივია რომ სანდოობას ყოველთვის დაკარგავს საზოგადოებაში.

პრაქტიკულად, ოპოზიცია უკვე საბოტაჟს აცხადებს და საბოტაჟის რეჟიმშია ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესში ვერ შევყვებით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შეჰყვა ამ საბოტაჟის რეჟიმში, როგორც ჩანს, ვერ გაუძლო რადიკალური ოპოზიციის ზეწოლას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img