23.04.2024
- Advertisement -spot_img

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, – განაცხადა სანტა ფეს ოლქის შერიფმა, ადან მენდოსამ.

შერიფის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიების მხრიდან ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება ჯერ ნაადრევია.

„გამოძიება გაგრძელდება და თუ შერიფის ოფისი გამოძიების დროს დაადგენს, რომ დანაშაული მოხდა და სავარაუდო მიზეზი არსებობს, დაკავება ან დაპატიმრება და ბრალის წაყენება მოხდება“, – აღნიშნა სანტა ფეს ოლქის შერიფმა.

ადან მენდოსამ ასევე აღნიშნა, რომ ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ვაზნები იპოვეს.

„კომენტარს არ გავაკეთებ იმაზე, თუ როგორ მოხვდა ეს ვაზნები იქ. გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ. ტესტირება ჩატარდება კრიმინალური ლაბორატორიის მიერ, რათა დადგინდეს, არის თუ არა ეს ვაზნები ოფიციალურად საბრძოლო“, – განაცხადა შერიფმა.

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img