29.03.2024
- Advertisement -spot_img

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი სიგარეტის გადმოტანისას დაჭრეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდთან ახლოს, უაქციზო სიგარეტის გადმოტანისას მამა-შვილი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ცეცხლი აფზახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუხსნეს.

როგორც დაჭრილის დედა ამბობს, პოლიციელებმა მის შვილსა და ქმარს დამიზნებით, გაუფრთხილებლად ესროლეს.

„ჩემი შვილი არ გადმოდიოდა აფხაზეთიდან, იქვე იყო, ახლოს და იქიდან მოდიოდა. აგრესიულები არიან აფხაზეთის პოლიცია. განსხვავებაა კრიმინალსა და კონტრაბანდას შორის, იყო კონტრაბანდა. კრიმინალივით რატომ ექცევი. მამასაც და შვილსაც ტყვია მოხვედრილი აქვს. არანაირი გაფრთხილება, ისე ესროლეს დამიზნებით. 

ორი ყუთი ჰქონდათ სიგარეტი. არ გვაქვს საშუალება, თავის გადასარჩენად ჩემმა შვილმა წამოიღო ორი ყუთი”, – ამბობს დედა. 

დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. დაჭრილის დედის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიებაც. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img